საზოგადოება

,,წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს ნაცმოძრაობა…”

,,წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს მიშა არც პასპორტით და არც უპასპორტოდ, არ არსებობს ნაცმოძრაობა, არც ევრონაცები, არც გირჩები, არც ვაშაძის პარტია (რა ჰქვია დამავიწყდა), მოკლედ, წარმოიდგინეთ, რომ ნაცმოძრაობასთან ოდესმე და რაიმე შემხებლობაში მყოფი არცერთი პარტია აღარ არსებობს. წარმოიდგინეთ, რომ არცერთი სხვა ოპოზიციური პარტიაც არ არსებობს, არც მემარჯვენე, არც მემარცხენე, არც ასეთი, არც ისეთი, არც არანაირი. წარმოიდგინეთ, რომ ენჯეოებიც აღარ არსებობენ, არც გრანტია, არც სოროსი და არც არაფერი სხვა ფონდი. წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს რუსთავი-2 თავისი გვარამიათი, არც კავკასია თავისი აქუბარდია და ჯანგირაშვილით. წარმოიდგინეთ სახელმწიფო ტელევიზიად გადაკეთებული საზმაუ და იმედის ჰოლდინგს შეერთებული ტვ-პირველი. წარმოიდგინეთ, რომ არც ნეტგაზეთია, არც ბათუმელები, არც ჯემნიუსი და არც ონ.გე.

  მოკლედ, წარმოიდგინეთ, რომ არაფერი არაა ამ ქვეყანაში გარდა ამ ხელისუფლების, პრორუსების, ნაციონალისტების და ფაშისტებისა და, აი, კარგად რომ წარმოვიდგენთ ამას ყველაფერს, ნათლად, მკაფიოდ, მთელი სისავსით და სიცხადით, მაშინ, სწორედ მაშინ, ჩვენდა გასაოცრად აღმოვაჩენთ, რომ ეულად რჩენილი ასავალ-დასავლების, საქართველო და მსოფლიოების, ევრაზიის ინსტიტუტების, სპუტნიკების, ქართული მარშების, გივი სიხარულიძის და ჯაჯანიძის შოუს ფონზეც კი, ბოდიში მომითხოვია და, მაინც ნამეტანი დებილი ხელისუფლება გვყავს, ამის ღმერთი არ იყოს, რა…”  _  წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბაშვილი.    

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close