საზოგადოება

ძუძუს კიბოს საკონტროლო კვლევების დაფინანსებას ითხოვენ

სკრინინგ ცენტრებში მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი, არასრულყოფილი დაფინანსება რეგიონებში და შემდგომ პერიოდში საკონტროლო კვლევების დაუფინანსებლობა – ესაა ის ძირითადი გამოწვევები, რასაც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები ასახელებენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„პაციენტს დიაგნოზის დასმიდან უკვე უჩნდება ფინანსური პრობლემა. სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაფინანსების ან თანადაფინანსების პროექტი და საფიქრალი არ ჰქონდეს დაავადებულს რეაბილიტაციის თემასა თუ მეტასტაზური ძუძუს კიბოს მკურნალობაზე. ასევე, არ ფინანსდება მთელი რიგი პრეპარატები“, – აცხადებენ ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ მაქსიმალურად ეცდებიან, არასამთავრობოების შენიშვნები გაითვალისწინონ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close