საზოგადოება

,,ძირითადად ქართველები არიან უსახლკაროები და უპატრონოდ გარდაცვლილები”

დავით გადელია, ექიმი:
_ 2-დღეა მოშხამული ვარ, ვერ შევეჩვიე ამ ფაქტს, რაც სამწუხაროდ, ტენდენციათ გადაგვექცა: ავადმყოფი გარდაიცვალა კლინიკაში, ალბათ დასავლეთ საქართველოდან იყო (სულ მცირე მნიშვნელობა ამასაც აქვს), -იაზე მთავრდებოდა გვარი. რეანიმაციაში წოლის დროსაც არავინ ჰყავდა მომკითხავი. სიკვდილის შემდეგ პოლიციას დავუკავშირდით, წესისამებრ. აღმოაჩინეს, რომ 2-3 წლის გაშორებული ცოლი ჰყოლია და 23-24 წლის ბიჭი. ტელეფონიც დაადგინეს. დავურეკეთ. შევატყობინეთ მამის გარდაცვალება და ვკითხეთ, რას აპირებდა.

 “-ჩვენ რატომ უნდა დავასაფლაოთ??! ისე, თუ გინდათ ვნახავ, თუ საჭიროა..”
ჩვენ რაში უნდა დაგვჭირებოდა მისი ნახვა, გადავიყვანეთ სამხარაულში- მერე მერია დამარხავდა. ბოლო 2-3 წელია მამასთან არ ქონია კონტაქტი, მანამდე ხომ ერთად იყვნენ? არაფერი არ ახსენდება? თუნდაც მამის ალერსი? საოცარია… მაგრამ აღარ მაოცებს- ისე გახშირდა ასეთი შემთხვევები. ძირითადად ქართველებია ეს უსახლკაროები, უპატრონოდ გარდაცვლილები.. არ მაოცებს, მიუხედავად იმისა, რომ როცა ჩემი თაობის ექიმებმა მუშაობა დავიწყეთ, 80-იანებიდან, არცერთი ასეთი უპატრონო ქართველი მიცვალებული არ მახსოვს!! კათედრებს პრობლემაც ჰქონდათ- უპატრონო მიცვალებულის არქონა!!..
არ ვიცი, საით მივექანებით… ეკონომიკა ალბათ გამოსწორდება და დამარხვის პრობლემა არ ექნებათ ოჯახის წევრებს, მაგრამ ალბათ ისე, როგორც ამერიკულ ფილმებშია….

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close