საზოგადოება

,,ძალიან უნდათ ქართველ ქალებს ათას სუნიან და მუნიანთან ალერსი აქ და გნებავთ ,,იქ”?”

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთ სტატიას აქვეყნებს:
 ,, 14 ივლისის მარშიანელებზე და არა მხოლოდ…
   პირდაპირ ვიტყვი – მაოცებს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქცია და 14 ივლისისთვის დაგეგმილი ე.წ. ,,ქართველთა მარშის” დეკლარირებული მოტივი.
   ჩემთვის უცნობია, რამდენად იციან აქციის ორგანიზატორებმა, რომ “მარში” ფრანგული სიტყვაა (marche) და რამოდენიმე მნიშვნელობა აქვს. კერძოდ:
1. რიტმული სვლა, მწყობრი ნაბიჯით სვლა; 2. ჯარის მოძრაობა სალაშქრო წყობით ერთი რაიონიდან მეორეში. სამარშო ასეული (ბატალიონი) – ომის დროს: სამხედრო ქვეგანაყოფი, რომელიც იგზავნება ზურგიდან ფრონტზე (მოქმედი არმიის ნაწილების შესავსებად); 3. მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც აქვს ენერგიული მკაფიო რიტმი და ნაბიჯთან შეწყობილი ტაქტი; 4. კიბის ნაწილი ორ ბაქანს შორის (ორ- და მეტსართულიან სახლებში).
ასევე უცნობია, აპირებენ თუ არა ისინი რიტმულად, მწყობრი ნაბიჯით სვლას, თუ “ზურგიდან” ფრონტზე არიან წარგზავნილები, როგორც გაასამხედროებული, თუ სამხედო ფორმირება, ან იქნებ მუსიკალური ნაწარმოების პრემიერა აქვთ ჩაფიქრებული ენერგიული და მკაფიო რიტმით, თუ აღმაშენებლის ქუჩის სახლების სადარბაზოებზის მარშებზე სურთ ხტუნაობა.
  რადგან არც ერთი ეს მიზანი მათ მიერ ამ დრომდე არ არის გაცხადებული, მხოლოდ ვარაუდით უნდა განვსაზღვროთ, რომ ერთ- ერთს აირჩევენ და თუ სიტყვის კლასიკურ განმარტების ჩარჩოებში არ ჩაჯდებიან, მაშინ იმის ვარუდიც შეგვიძლია, რომ (ირაკლი ტაბლიაშვილს დავესესხები) ეს ,,გრუზინული მარშია”. ,,გრუზინული” მარში “უცხოელი პედოფილების” წინააღმდეგ, როგორც ამას აქციის ორგანიზატორ სულისჩამდგმელი, ,,გუშინ” ხელისუფლების მაღალჩინოსანი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს.
  ბატონი ბრეგაძის სხვა განცხადებებიდან ისიც ჩანს, რომ მას არ მოსწონს, ქართველ ქალებს გადამთიელები რომ “ამუშავებენ” ბარებში, რომელიც მისი გააზრებით ბორდელი უფროა და ამ ბარებიდან ერთ-ერთში ისიც კი არ შეუშვიათ (ალბათ მონიტორუნგისთვის აპირებდა შესვლას, თორემ “ბოზებში” ერთხელ არ ნამყოფი კაცი, მანდ რომ სხვა მიზნით არ მივიდოდა ცხადია). ახლა, სწორედ ეს ორი გარემოება არის დაფიქრების საკითხი. როგორ ფიქრობს “ბრეგაძე&კომპანია” – საზღვარგარეთ მყოფ ქართველი ქალბატონების რაღაც ნაწილს, “იქ” მოსწონთ ბორდელებში მუშაობა და ბოზობა? როგორ ფიქრობს ეს “კონსორციუმი”, ძალიან უნდათ ქართველ ქალებს ათას სუნიან და მუნიანთან ალერსი აქ და გნებავთ “იქ”? და რა არის ამის მიზეზი? ერთ-ერთი ისიც ხომ არა, რომ ის ხელისუფლებაც, რომელშიც თავადაც იყო დასაქმებული, მინიმალუ სოციალურ გარანტიებს არ აძლევს საკუთარ მოსახლეობის თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც იძულებულია იბოზოს და ასე არჩინოს ოჯახი? მოდით, ამ პატეთიკურ კითხვებს შევეშვათ და ახლა პედოფილიაზე გადავიდეთ, რომელიც თურმე ასე აწუხებთ “მარშიანელებს”.
 და ვიდრე კითხვებს დავსვამდე, მხოლოდ რამდენიმე ფაქტს მოვიყვან:
– 29-05-2014 – მამას 15 წლის ქალიშვილის გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი… (http://www.ambebi.ge/semtxveva/103281-tragedia-romelsac-veraferi-gamoastsorebs-mamam-qalishvilze-idzalada.html )
– 15.07. 2013 – ადიგენში, მამა-შვილმა საკუთარი მცირეწლოვანი ნათლული გააუპატიურეს (http://www.newposts.ge/?id=15930 )
– 22/12/2016 – არასრულწლოვანმა ბიჭმა, სავარაუდოდ, თანატოლებზე სექსუალურად იძალადა (http://kvira.ge/301778 )
– 3. 07.2015. ერთ თვეში 2 მცირეწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს (https://www.youtube.com/watch?v=hMKjZ-JHkCw )
– 04.06. 2015. – ზესტაფონში 10 წლის გოგონა 42 წლის მეზობელმა გააუპატიურა (http://www.nsp.ge/view.php?id=346 )
– 2014 წელი – პედოფილმა 14 წლის მოზარდს ჯერ ბინა წაართვა შემდეგ კი მასზე იძალადა (http://videoroxy.com/watch/?v=2tDD2klhng8 )
და აგერ, სულ ახალი მასალაც – რომლის შეფასებით სათაურსაც შეგნებულად არ დავწერ (http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268450796 )
ამ “ნიუსს” კი თარიღი რამეში სჭირდება? – “შვილის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს” (https://www.youtube.com/watch?v=oZDt7sIUCzI)
    ახლა, მოკლე სტატისტიკა ბავშვებზე სექსუალური და სხვა სახის ძალადობის შესახებ, რომელიც აღრიცხულია და ეს რას ნიშნავს “მაშიანელებისთვის” გასაგები უნდა იყოს. ყველა ამ შემთხვევაში მოძალადე ფიგურანტები ქართველები არიან: 2009 წელს 40 ფაქტი გამოვლინდა, 2010 წელს – 90; 2011 წელს -142; 2012 წელს – 208; 2013 წელს – 320; 2014 წელს – 362; 2015 წლის მხოლოდ ერთ თვეში – იანვარში – 45; (ეს გახლავთ ძალადობის ფაქტებზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მონაცემები. სამწუხაროდ, შემდეგომი სტატისტიკა ამ ეტაპზე ვერ მოვიძიე). აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ ძალადობის უმეტეს ფაქტებზე არ არსებობს მიმართვიანობა შსს-სადმი, რაც ასევე გასაგებია ქართული “მენტალიტეტისა” და მოძალადის მიმართ შიშის გათვალისწინებით.
   ორგანიზაცია “საქართველოს ბავშვები” აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, შემდეგს: “სამწუხაროდ, სინამდვილეში ბევრად უფრო მეტ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, ვიდრე საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ხშირად ოჯახებს ურჩევნიათ არ გაახმაურონ მომხდარი მოვლენა, ან თავად ძალადობის მსხვერპლი ბავშვები/მოზარდები „ინახავენ საიდუმლოდ“. შესაბამისად, ასეთი შემთხვევების ზუსტი სტატისტიკური მონაცემების დადგენა საკმაოდ რთულია” (ავტ.თამარ მუმლაძე).
    შსს-ს საიტზე არსებული მონაცემებით, 2016 წლის რეგისტრირებულ დანაშაულში მითითებულია, რომ ოჯახური ძალადობის დანაშაული 2015 წელთან შედარებით 393 ფაქტით არის გაზრდილი. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით ეს დანაშაული წლიდან წალმდე იზრდება: 2013 წელი – 477 ფაქტი, 2014 წელი – 642 ფაქტი, 2015 წელი – 963 ფაქტი, 2016 წელი – 1356 ფაქტი. რადგან დანაშაულის შემადგენელი გაშიფრული არ არის, მაგრამ თვალშისაცემია ზრდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იზრდება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებიც.
    ახლა კი კითხვა “მარშიანელებს”:
  1. სად შეიძლება ვიპოვო თქვენი აღშოთებული და შეშფოთებული განცხადებები და პროტესტი ქართველი “კაცების” ქართველ ბავშვებზე ძალადობის შესახებ?;
   2. რა შუაშია ეროვნული ასპექტი დანაშაულთან და რატომ არ ატარებდით “მარშ-ბრასოკებს” თუნდაც ზემოთმოყვანილი ფაქტების დროს?;
  3. თუ პრობლემას საქართველოს რომელიმე კანონი წარმოადგენს, რომელიც ძალიან “ლიბერალურად” მიგაჩნიათ, რა შუაშია აღმაშენებლის გამზირი – “ირანელები” და “არაბები” და რატომ არ მართავთ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან ან საქართველოს პარლამენტთან?
   დიახ, რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის, პროტესტის, აღშფოთებისა და შეშფოთების უფლება – ყოველ შემთხვევაში, უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონ ჭაბუას დავესესხები და ფრაზას ჩემებურად შევცვლი: “მაინც მოგზავნილი მგონიხართ მარშიანელებო”…
გოჩა მირცხულავა”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close