საზოგადოება

“ძალიან გულნატკენი ვარ, ძალიან !!! რატომ არსებობენ ასეთი არაადამიანები ვერ ვხვდები”

ირაკლი დანელია სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს:

“ძალიან გულნატკენი ვარ, ძალიან !!! რატომ არსებობენ ასეთი არაადამიანები ვერ ვხვდები

ეს არის ხალხი, რომელთაც ქალაქის წარმატება და განვითარება არ უხარიათ.
რუსთავში, ქალაქის მერიის მიერ მიმდინარე წლის ივლისში ჩატარებული მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 11 ნამუშევრიდან ერთ-ერთი, მოქანდაკე მანუჩარ ოქროსცვარიძის მიერ შექმნილი ეს არაჩვეულებრივი ნამუშევარი – „პატარა ბიჭუნა“, რომელიც ძალიან მომწონს და კოსტავას გამზირს ამშვენებს, ერთმა არამზადამ ერთი ხელის მოსმით დააზიანა და დღეს ასე გამოიყურება.

ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ბიჭს ფეხის ტერფები გადახერხილი აქვს.

მერია ამას პირვანდელ სახეს დაუბრუნებს

უბრალოდ გული მტკივა, რატომ, რატომ არსებობენ ასეთი ადამიანები?…

P.S სიკეთე გადამდებიაო ამბობენ, ხოდა დაე სიკეთე ვაკეთოთ მეგობრებო!!!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close