საზოგადოება

ცოტნე გამსახურდია: ეკლესიას სულ უფრო შორს მივყავართ მარაზმში და არცთუ უანგაროდ…

,,ერთსაც დავწერ ამ საკითხზე და მოვრჩი. გული უზომოდ მწყდება, როდესაც ამდენ გონებადაბნელებულს ვხედავ, რომელნიც საკუთარი რელიგიური გრძნობების პროეცირებას ნეშტებზე და ხრწნადზე ახდენენ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად. ჭეშმარიტად, ეკლესიას სულ უფრო შორს მივყავართ მარაზმში და არცთუ უანგაროდ…

1) სულში, გონების სფეროში არ არსებობს დრო და სივრცე. თუ არსებობს ერთი სულიერება, სულიერი სამყარო, ქეთევან წამებულს, წმინდა ნინოს, იესო ქრისტეს არ სჭირდებათ ნივთებთან ან ნეშტის ნაწილებთან ერთად ჯიპების ესკორტით გადაადგილება. ასევე, ღმერთს სახლები და სასახლეები არა აქვს, არც ოქროსგუმბათიანი – მათ შორის.
“რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღასებ მადლითა შენითა…”

2) დავუშვათ, რომ ესა თუ ის მატერიალური ფაქტი ან ნეშტის ფრაგმენტი ეკუთვნის, ან არ ეკუთვნის ამა თუ იმ წმინდანს ან პერსონას. გენეტიკური ანალიზი ჩავატაროთ? სულიერ სფეროში მთავარია არა მატერია, არამედ განცდა, რომელსაც არ სჭირდება მატერიალური, ქიმიური თუ გენეტიკური ილუსტრაცია, რათა იარსებოს. სულ რომ არ დარჩენილიყო ფრაგმენტი, ქეთევან წამებულისადმი პატივი არ უნდა გვეცა?

3) რწმენა, რომელიც ეყრდნობა მატერიალურ ფაქტებს, არის წმინდა წყლის კერპთაყვანისმცემლობა და სიბნელე. ეს არის ფსიქიური აშლილობის ერთერთი მძიმე ფორმა, მიაწერო უსულო საგნებს ის, რაც მათ არ ახასიათებთ, და აუცილებელი ძალისხმევა გაურკვეველი ქცევებით ჩაანაცვლო. ამ ყველაფერს კარგად იყენებენ ადამიანებით მანიპულაციისათვის.

და ბოლოს, ერთ ისტორიას მოგიყვებით:

როდესაც 2007 წელს მამაჩემის საფლავი ვიპოვე გროზნოში და გადმოვასვენე საქართველოში, მქონდა შეხვედრა ილია მეორესთანაც. დაკრძალვის ადგილის შესახებ იყო მსჯელობა. ვიღაც კოლხურ კოშკს ემხრობოდა, ვიღაც – სამების ეზოს, ვიღაც – სვეტიცხოველს ან მთაწმინდას. ჩემი პოზიცია ასეთი იყო:

რა მნიშვნელობა აქვს, რამდენად თვალსაჩინო ადგილას იქნება საფლავი? განა თუ მაჰათმა განდის ფერფლი განგის ნაპირას გაფანტეს, ან უამრავი გმირის საფლავი ჩვენ დღესაც არ ვიცით, მათ ამით დააკლდათ რაიმე? მე დავთანხმდები ოჯახის წევრების საერთო პოზიციას და რაიმე განსაკუთრებული მოსაზრება ამ თემაზე არ გამაჩნია-მეთქი” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ცოტნე გამსახურდია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close