საზოგადოება

,,ცირკულირებს ვირუსი, რომელმაც შეიძლება, პატარა ბავშვებში ცრუ კრუპი გამოიწვიოს”

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ჯერ გრიპის შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ ზამთარი ვირუსების გარეშე არ ჩაივლის… იგი მოსახლეობას მნიშვნელოვან რჩევებსაც აძლევს…

– გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა, ცოტა იგვიანებს… უფრო აქტიურად ცირკულირებს ვირუსი, რომელმაც შეიძლება პატარა ბავშვებში ცრუ კრუპის შემთხვევები გამოიწვიოს. ასევე ცირკულირებს რესპირატორულ-სინთეტური ვირუსი, ასევე სხვა ვირუსები, გაციების ვირუსს რომ უწოდებენ… არის პარაგრიპის ვირუსები და ადენოვირუსებიც…

– სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ გავრცელებულია ბატონები – ქუნთრუშა…
– ქუნთრუშას და ჩუტყვავილას ცალკეული შემთხვევები ყოველთვის არის, მაგრამ გავრცელებული ნამდვილად არ არის… ზოგ წელიწადს მეტია და ზოგ წელიწადს – ნაკლები. ახლაც ასეაა!
ჩვენს ვებგვერდზე ყველას შეუძლია გაეცნოს, თუ როგორია გრიპის მაგვარი ვირუსების დინამიკა… შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით წელს ნაკლები შემთხვევებია. რადგან ჯერ კიდევ გრიპის შემთხვევა არ გამოჩენილა, წელს ველოდებით, რომ საშუალო სეზონი იქნება. არაფრით გამორჩეული რომ დაავადების მატება იყოს.

– როგორი ვითარებაა ვაქცინას მხრივ?
– 27 ათასი დოზა, რომელიც სახელმწიფოს მიერ იყო შესყიდული, თითქმის გახარჯულია. აიცრა ბავშვები, დიაბეტიანები 18 წლამდე, ჩვილ სახლთა ბავშვები, საოჯახო ბავშვთა სახლების ბავშვები, აცრა ჩატარდა მოხუცთა თავშესაფრებში, აიცრნენ ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები, აივინფეცირებულები, პაციენტები, რომლებიც ც ჰეპატიტზე მკურნალობენ, ორსულების ნაწილი, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს… გარდა ამისა აიცრა ჩაუტარდათ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს. ჯერ ზუსტი მონაცემები არ ვიცით, რამდენი ათასი აიცრა კერძო სექტორში. დაახლოებით 12 ათასი ადამიანია კერძო სექტორში აცრილი… ნელ-ნელა ვაქცინაცია მოსახლეობისთვის მისაღები ხდება. ექიმებიც უპრობლემოდ ავცერით, ადრე მათგანაც იყო წინააღმდეგობა და პრობლემები…

რაც შეეხება გრიპს, ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზამთარი გრიპის გარეშე ჩაივლის. უბრალოდ წელს ცოტა გვიან დაიწყება სეზონი. ყველას ვურჩევ, რომ მზიან ამინდებში გარეთ დიდი დრო გაატარონ. მზე გადასარევია იმ მხრივ, რომ გრიპის ვირუსებს რამდენიმე წუთში კლავს, ისევე როგორც გაციების ვირუსებსაც… სიცივეში უფრო მეტია ვირუსების ალბათობა. დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანია ერთად, ვერ ხდება ხშირი განიავება…
ვისრუსები წვეთოვანი გზით გადადის და მთავარ რეკომენდაციად რჩება ხელების რაც შეიძლება ხშირად დაბანა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ესტეთიურად უნდა იყოს ყველაფერი, მაგრამ ვიზუალურადაც რომ სისუფთავე იყოს, ეს არ ცვლის იმას, რომ ხელები არ დავიბანოთ. ვიზუალურად შეიძლება სუფთა იყოს, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება ხელში ჩააცემინა და შემდეგ ხელი მოკიდა იქ, სადაც სხვებიც კიდებენ. იმ წუთში ვინც ხელს მოკიდებს და მერე პირთან მიიტანს, ვირუსი გადაედება და ამიტომ ხელების დაბანა არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი… როცა დაბანის საშუალება არ არის, სველი ხელსახოცით დაიმუშაონ და ამასაც მადეზინფიცირებელი ეფექტი აქვს!
მანანა გაბრიჭიძე 

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close