საზოგადოება

“ჩვენ რატომღაც მოვალეობად მიგვაჩნია ბავშვების დაწყნარება, მოწესრიგება, სკამებზე დასმა, გაჩუმება, შენიშვნის მიცემა”

ალექს ჩიღვინაძე ერთ-ერთ კერძო ბაღში მასწავლებლად მუშაობს. მისი მოსაზრებები, რომლებიც ბაღის ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა ინტერნეტჰიტად იქცა:

“რას გააკეთებს ოცი ბავშვი, მთელი დღით ერთ დიდ ოთახში რომ დავტოვოთ? ისინი აუცილებლად მოიფიქრებენ რამეს და არ მოიწყენენ. აბა, დავრჩეთ ჩვენ ზრდასრულები, ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ დაგვჭირდება ალკოჰოლური სასმელი, სიგარეტის კვამლი დისტანციის ამოსავსებად, ეტიკეტი თუ გამოგონილი დღესასწაული.

ჩვენ რატომღაც მოვალეობად მიგვაჩნია ბავშვების დაწყნარება, მოწესრიგება, სკამებზე დასმა, გაჩუმება, შენიშვნის მიცემა. მიჩვეულები ვართ, რომ ეს ჩვენ ვართ ვინც ლაპარაკობს და ბავშვები ისინი ვინც უსმენენ და მორჩილებენ, ასეთი დამოკიდებულება მერე მთელ მათ ცხოვრებას ცვლის.

განათლებაშიც თითქოს ბავშვების ერთადერთი მოვალეობა ინფორმაციის მიღება და დახარისხება იყოს. სინამდვილეში კი მათ უნდა მიეცეთ ინფორმაციის შექმნის და გამოგონების საშუალება. ჩვენ ზრდასრულები კი რატომღაც ბავშვებს არ ვენდობით. მოდი, შევცვალოთ ეს დამოკიდებულება და ვენდოთ მათ. რაც მთავარია, დავიჯეროთ, რომ მათაც ისეთივე კომპეტენტური მოსაზრება აქვთ მთელ რიგ საკითხებზე, როგორც ჩვენ. დავიჯეროთ, რომ თუნდაც მათ მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს ისეთივე ესთეტიკური ღირებულება აქვთ, რომ ბევრ თანამედროვე ხელოვანს არ დაესიზმრება. მოდი გადაწყვეტილების მიღებისას, გავიგოთ მათი აზრი, გავითვალისწინოთ და რაც შეიძლება ხშირად მივცეთ ინიციატივის შესაძლებლობა. როგორც ძველი ჩინური ანდაზა ამბობს: “მითხარი და დამავიწყდება. მაჩვენე და დავიმახსოვრებ. ჩამრთე და გავიგებ.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close