საზოგადოება

,, ჩვენ ისეთი ამბიციური ხალხი ვართ, ხომალდის გარეშეც გავფრინდებით კოსმოსში”

ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

_ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ექიმმა ჟურნალისტზე უკეთესად იცის, როგორ უნდა მოამზადოს ტელეგადაცემა, ხოლო ჟურნალისტმა ექიმზე უკეთესად იცის, როგორ უნდა გააკეთოს ოპერაცია. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სტატისტიკურად ათას კაცზე ერთი მეცნიერიც აღარ მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერება მოკლეს. სამაგიეროდ, არასრული განათლების მქონე, დამწყები მაძიებელი რომელიღაცა უნივერსიტეტის რომელიღაცა კათედრაზე შემორჩენილ პატიოსან აკადემიკოსს სიამოვნებით ასწავლის, რა არის კიბერნეტიკა.

ჩვენ ისეთი ამბიციური ხალხი ვართ, რამე რომ იყოს, ხომალდის გარეშე გავფრინდებით კოსმოსში და NASA – ს დირექტორს დავუწუნებთ პროფესიონალიზმს,- თანამედროვე კოსმოსის განვითარების ტენდენციებში ვერ ერკვევაო. აქ ყველა პროფესორობს, ვისაც არ ეზარება და სინამდვილეში, ამდენ “პროფესორს” ერთი პატარა ქვეყნისთვის ვერ მოგვივლია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close