საზოგადოება

,, ჩვენ ვაჟკაცებს ვზრდით… არ შევარჩენთ!”

,,აპარატიდან გამორთეს, შვილი მომიკლეს. მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს, სპეციალურად აწყობდათ, ქვეყანა დაექცეს იმ სპეცრაზმელებს, ქვეყანა დაექცეს გომელაურს, გახარიას. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე. ამას სტრასბურგამდე მივიყვანთ. თუ ცოცხალი ვიქნები, ამ ქვეყანას ამას არ შევარჩენ, ვინც დამნაშავეები არიან,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესროლეს და უსაფრთხოების სამსახური არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ ახალგაზრდას ხელყუმბარა ჰქონდა.

„სამართალს ვითხოვთ. ჩვენ აქ ტერორისტებს არ ვზრდით, ჩვენ ყველანი დედები ვართ, ჩვენ ვაჟკაცებს ვზრდით, რომლებიც ერთ მუშტად არიან შეკრულები, არ შევარჩენთ,“ – აცხადებენ სოფელ დუისში.

წყარო: metronome.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close