საზოგადოება

ჩვენი ქვეყანა…ჩვენი პლანეტა…ჩვენი პასუხისმგებლობა… _საქართველოში ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია  დაიწყო

   15 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყო დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლების, ბიზნეს-სექტორისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების განხორციელებლად. ამ ეტაპისთვის მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული კამპანიაში, მათ შორის საქართველოც.

კამპანია ყოველი სექტემბრის მესამე კვირის ბოლოს ტარდება და ის სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. წელს, ,,დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია საქართველოში მერვედ  ტარდება და ის ხორციელდება პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) ფარგლებში.

კამპანიის  მოწოდებაა:  ჩვენი ქვეყანა…  ჩვენი პლანეტა…  ჩვენი პასუხისმგებლობა…

საქართველომ 15 სექტემბრის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია  თბილისიდან, თბილისის ზღვის  დასუფთავების აქციით დაიწყო.

აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნმა სოლომონ პავლიაშვილმა ქ. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქიმა, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა, შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების და  საქართველოში „ჯი ემ თი“ ჯგუფის წარმომადგენლებმა, მოხალისეებმა.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაახლოებით 5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 5 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილობა მიღო 70-მდე ადამიანმა.

 კამპანია `დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტარდება პროექტის – ,,დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III) ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

 საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

 მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close