საზოგადოება

,,ჩემო საყვარელო მაგინებლებო, თქვენც ვერ შეხვალთ სასუფეველში…”

დავით შუბლაძე, რომელმაც აშშ-ში პარტნიორ მამაკაცზე იქორწინა, სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც საქორწინო სამოსად ჩოხის არჩევას აკრიტიკებდნენ.

„მინდა, ჰომოფობებს და ცოტათი ჰომოფობებს მივმართო. იცით, რა მიკვირს? ქვეყანაში ეკონომიკა თავზე ჩამოგექცათ, ადამიანთა გარკვეული ნაწილი ალბათ ზამთარს ვერ გადაიტანს, ზოგი შეშას ვერ იყიდის, რომ გათბეს ან საკვების ფული არ აქვს. პენსიონერები სამასახრო პენსიით წამლებსაც ვერ ყიდულობენ, განათლების სისტემა კატასტროფულია, შრომის უსაფრთხოება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ელემენტარული პირობებიც კი არ არის დაცული, მაღაროელები ცოცხლად იმარხებიან. მთავრობა და პარლამენტი რუსეთის აგენტებითაა დაკომპლექტებული სიამოვნებით დაეხეტებიან მოსკოვში და სამშობლოს გაყიდვაზე მოლაპარაკებებს მართავენ და არც კი ერიდებათ.

ეკლესიას ქრისტე მარტო შირმად ჰყავს. ეკლესია თვლის, რომ უმნიშვნელოვანესი პრობლემებია ტაძარში შარვლით შესვლა რომ არ შეიძლება და გარედან შეტანილი სანთლებით მადლს რომ ვერ მოიხვეჭთ, + ეკლესიები შიგნიდან კარგ ჰიპერმარკეტებს დაამსგავსეს. ხოლო ნაცვლად სიყავრულის ქადაგებისა, სიძულვილს, სხვადსხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიუღებლობასა და მოძლეობას ასწავლის, შემდეგ კი გვიკვირს რატომ ხოცავენ მოზარდები ერთმანეთს. ამ ყველაფრზე ხმას არ იღებთ და ჩემი ქორწილით აღშფოთდით? ჩემმა ქორწილმა წაგართვათ ქართველობა. ხანდახან მგონია, რომ ქართველობა სადმე განჯინაშია პაწუკა ზარდახშაში გამოკეტილი. როგორც ვაკვირდები ქართველებს, ყველაზე კარგად სხვისი საქმის განხილვა და ექსპერტობა გამოსდის, ოღონდაც საკუთარ თავზე ნუ ალაპარაკებ და საუკუნოდ შეუძლია სხვაზე ილაპარაკო. ზუსტად ასევე არიან რელიგიას ამოფარებული ადამიანებიც, არადა მორწმუნე ადამიანი თუ საკუთარ ცოდვების გააზრებაშია გართული, მას სხვისი ცოდვებისთვის დრო საერთოდ არ რჩება.

ბოლო დროს ყველაზე ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ ჩამოვედი ამერიკაში, რატომ გადავწყვიტე საქართველოს დატოვება?

პასუხი ძალიან მარტივი და ლაკონურია – უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრება. ღირსების გარეშე ადამიანი დიდხანს ვერ იარსებებს. მიუხედავად ამ ქვეყნის მულტიკულტურალიზმისა თუ მრავალეთნიკურობისა, თანასწორი განვითარებისა და არსებობის გარანტია ნებისმიერ ადამიანს აქვს რადგანაც კანონზე მაღლა არ დგას არაფერი და არავინ, არც პრეზიდენტი ან გუბერნატორი ან რომელიმე რელიგიის მაღალიერარქი.

ხშირად, როდესაც დემოგრაფიაზე საუბრობენ, რატომღაც მიაჩნიათ, რომ ყველა ადამიანი ვალდებულია შთამომავლობა დატოვოს. ზუსტად ასეთი მიდგომაა ცხოველური და საღი აზრისგან დაცლილი. გაითვალისწინეთ, ყველა სექსუალური აქტი გამრავლებით არ სრულდება, თუნდაც კონტრაცეფციის გარშე შედგეს. ასეთ ადამიანებს მინდა შევახსენო, რომ არსებობს უამრავი ჰეტეროსექსუალი წყვილი, რომელსაც ფიზიკურად არ შეუძლია ან სულაც არ სურს გამრავლება. ასევე შევახსენებ მათ შავი ბერებისა და მონაზვნად აღკვეცილი ქალების შესახებ, რომლებიც ჯანღონით სავსე ადამიანები არიან და შეგნებულად გადადგეს ნაბიჯი ერის “არგამრავლებისკენ”, ახლა ვინმე იტყვის, მათ უფალს მიუძღვნეს თავიო, მართალია, მაგრამ უფალს დაოჯახებულიც და მრავალშვილიანიც კი მიუძღვნი თავს

ხოლო მათ, ვინც მეტყვის რომ ჩემზე ახალ აღთქმაში გარკვევით წერია, რომ ვერ დავიმკვიდრებ სასუფეველს, შეგახსნეებთ რომ მან სხვა ჯგუფებიც ჩამოთვალა და მაინტერესებს, თუ იგივე რეაქცია გაქვთ მაგალითად ლოთებზე, ან ხარბებზე, გამომძალველებზე? “თავს ნუ მოიტყუებთ :— „ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები, ვერც ქურდები, ვერც ხარბები, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორ. 6:9, 10).

ჩემო საყვარელო მაგინებლებო, თქვენც ვერ შეხვალთ სასუფეველში, ასე რომ ისევ ერთად მოგვიწევს ჯოჯოხეთში გიზგიზი და ძიგძიგი.

და ბოლოს;

ჯვარი, რომელსაც მიეყუდები, არ არის ჯვარი.

ჯვარი, რომლითაც თავს გახეთქავ, არ არის ჯვარი.

ჯვარი, რომლითაც ჯარს გაუძღვები, არ არის ჯვარი.

ჯვარი, რომლითაც მუცელს იყორავ, არ არის ჯვარი.

ჯვარი, რომლითაც ძვირფასებს იცვამ, არ არის ჯვარი.

ჯვარი, რომლითაც ჯვარზე აცვამ, არ არის ჯვარი.

და ოქროს ჯვარი არ არის ჯვარი…

იმანუელ კოტიკო“ – წერს დავით შუბლაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close