საზოგადოება

“ჩემი ხელფასი იმ ადამიანების დასახმარებლად მიემართება, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ“

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელფასს არც ამ თანამდებობაზე აიღებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი ხელფასი ამჯერადაც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

„ამ თემაზე ცოტა მეუხერხულება კომენტარის გაკეთება. ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ვარ შეძლებული ადამიანი. წლების განმავლობაში მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვიყავი და როგორც ენერგეტიკის სამინისტროში, ჩემი ხელფასი ძირითადად, იმ ადამიანების დასახმარებლად მიემართება, რომლებსაც დღეს სოციალურად ყველაზე მეტად უჭირთ“–  განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close