საზოგადოება

,,ჩემი რჩევაა, კალაძემ სელფის ჯოხი ცოტა ხანი მიაყუდოს და საქმეს მიხედოს”

    ალეკო ელისაშვილი კახა კალაძისა და მისი გუნდის მუშაობას “არაპროფესიონალიზმის ზეიმს” უწოდებს. მერობის ყოფილ კანდიდატს თბილისის მთავრობასთან პრეტენზიები რამდენიმე მიმართულებით აქვს.
ალეკო ელისაშვილი:
_ რომელი მშენებლობა გააჩერეს? აღვირახსნილი მშენებლობები მიმდინარეობს თბილისში. ნარმანია რომ ვერ ბედავდა, იმას ბედავს კალაძე. ბარნოვის ქუჩაზე სკოლის ფანჯრებს პირდაპირ მიადგეს სასტუმრო. სპორტის სასახლის უკან ყველა გაჩერებული მშენებლობა განახლდა. ჟვანიას ქუჩის ბოლოში მიმდინარეობს ისეთი მშენებლობა, რომ ეს არის ენციკლოპედიური ნიმუში ურბანული სუიციდის.
 კალაძე რომ ამბობდა, ქაოტური მშენებლობები უნდა გავაჩეროო, იყო უბრალოდ ტყუილი და თაღლითობა. სრული უსინდისობაა, როცა გამოდის და ამბობს, რომ ყველაფერი წესრიგშია. კალაძე და მისი გუნდი ჯერ ერთი, რომ არაპროფესიონალიზმს ავლენენ – გავიგეთ, რომ კარგი ტანსაცმელი აქვს და აშკარად კარგად იცვამს, მაგრამ დღეში სამჯერ რომ იცვლი ამ ტანსაცმელს, ცოტა უხერხულია,
 ჩემი რჩევაა, ამას შეეშვას და ის სელფის ჯოხიც ცოტა ხანი მიაყუდოს, იმიტომ, რომ უკვე ნამეტანია. გადართული არიან პიარზე და უნდა გაჩვენონ, თითქოს რაღაცას აკეთებენ. იქით იმ საწყალ ტაქსისტებს ეცნენ, აქეთ ლეკვი წაიყვანეს და მთავრობის სხდომაზე დაარბენინებენ. რა უნდა ლეკვს მთავრობის სხდომაზე – არასერიოზულია”
 ,,თავად კალაძეც საუბრობდა, რომ შხამიანი ჰაერი, სიმწვანის არარსებობა, ქაოტური მშენებლობები, ურბანული სუიციდი, ტრანსპორტის პრობლემები, პარკინგი – ეს ყველა პრობლემა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამათ კი თითი არ დაუკარებიათ არაფრისთვის. გენგეგმა არის ყველაზე მთავარი გამოწვევა მათთვის, მაგრამ გენგეგმა გაწიეს გვერდზე.
 მშენებლობების ნებართვებთან დაკავშირებით უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი და გაიცხრილოს ნებართვები გენგეგმასთან შესაბამისობაში. მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, თორემ დაგვემხობა ეს ქალაქი თავზე.

წყარო: ,,პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსი”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close