საზოგადოება

,,ჩემზე ნერვიულობის გამო, ინფარქტით გარდაცვლილა ჩემი გამზრდელი ბაბუა… დედა, მაპატიე!”

მას შემდეგ, რაც ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ დღევანდელი სხდომის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ სასამართლო პროცესზე შესვენება გამოაცხადა.

ამასთან, განცხადება თავად ოთარ აბესაძემაც გააკეთა და თქვა, რომ მისი ოჯახის წევრი გარდაიცვალა, რომელიც მასზე ნერვიულობდა.

„2 დღის წინ გავიგე, რომ ჩემზე ნერვიულობის გამო, ინფაქრტით გარდაცვლილა ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი გამზრდელი ბაბუა. ამ კვირაში ორმოცია, მე კი გუშინწინ გავიგე. დედა, ბოდიში, მაპატიე“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ოთარ აბესაძემ.

აბესაძის თქმითვე, თავს თავადაც ცუდად გრძნობს, თუმცა მოსამართლემ განმარტა, რომ მორალურად ცუდად ყოფნა არ ნიშნავს, რომ პროცესი უნდა გადაიდოს და იმის გამო, რომ ნამდვილად დადასტურებულიყო ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პროცესზე შესვენება გამოცხადდა.

ოთარ აბესაძეს ექიმი გასინჯავს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, გაგრძელდება თუ არა დღევანდელი სხდომა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close