საზოგადოება

“ჩამოვათრიე და ხელჩართული ბრძოლა გავმართე…”

ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

“ბრუსელში ჩემი ბავშვობის მეგობარი ვნახე. გარდა იმისა, რომ კლასელები ვიყავით, უნივერსიტეტშიც ერთ ფაკულტეტზე ვაბარებდით და ერთად ვემზადებოდით სამ საგანში.

აქაური ამბების გამო, ერთი ისტორია გაგვახსენდა.

1992 წელი იყო (თბილისის ომი ახალი დამთავრებული) გეოგრაფიიდან მოვდიოდით, ავტობუსში ორი ბიჭი აგვეკიდა, ჩემს მეგობარს ეხებოდნენ, მისი ნების წინააღმდეგ – ცხადია.

კინოსტუდიასთან ავტობუსი გაჩერდა (კართან ვიდექით), ჩამოვედით, ჩამოსვლისას ერთერთს ხელი ვკარი – ჩამოვათრიე და ხელჩართული ბრძოლა გავმართე. წიხლებით. ვურტყით ერთმანეთს. თვალზე “ფინგალიც” მქონდა – სახლში მიზეზს ვმალავდი, დედაჩემი ინერვიულებდა, “სულ შარში როგორ ეხვევი”, თორემ მამაჩემი
წყნარად იყო – ყოველთვის იცოდა რომ არ დავიჩაგრებოდი

ბავშვობის მოგონებები თითქმის ყოველთვის სასაცილოა და ჩვენც ვიცინეთ – მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ პრობლემა არსებობს, პრობლემა სერიოზულია და მიშტერებამდე და ზრდილობამდე მისი დაყვანა დიდი შეცდომაა – ცხადია, თავად კამპანიის ორგანიზატორთა მხრიდან, პირველ რიგში.

პ.ს. ამ კანონ-პროექტზე თუ იცინი, კორკოტა რომ ხარ – ამაზე ქეთი დევდარიანმა დაწერა კარგად და მე უკეთ ვერ ვიტყვი, მისი პოსტი იხილეთ.” – წერს ჩერგოლეიშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close