საზოგადოება

შს სამინისტრო, ამას არ გაპატიებთ! _ euronews.ge ჟურნალისტის უფლებების დასაცავად ბრძოლას იწყებს

,,დაახლოებით 10 წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოდან შემომივიდა ზარი,
ძალიან სასიამოვნო ხმის და თანმიმდევრული საუბრის მანერის მქონე გოგონამ მამცნო იმ ჩანიშნული პროცესის თარიღი, რომელიც 17 მაისს, ჩემს დაკავებას ეხება !
ამ გოგონასთან ბუნებრივია, პრეტენზიები ვერ მექნება. მან გადმომცა ის, რაც იცის და რაც მეც უნდა ვიცოდე; თურმე ნუ იტყვით და აქეთ მედავება პოლიცია, თურმე წინააღმდეგობა გამიწევია, პირდაპირი ეთერიდან გატაცებულ ჟურნალისტს.
რას მირჩევთ, ვაღიარო ქართული სასამართლო და შსს-ს იურისდიქცია და მივიდე პროცესზე ადვოკატის თანხლებით ? თუ სრული იგნორი მივცე ამ ცირკს ?! 

ნელიკო ვარდიაშვილი საკმაოდ გავლენიან ადვოკატებს იცნობ და დამეხმარე რაა…
ჯერ ისევ მშვიდი და თანმიმდევრული ვარ, როგორც სასამართლოს წარმომადგენელი.
ხვალ რა იქნება, არ ვიცი !
პროვოკაციის სუნი მცემს !” _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა სვანაძე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 17 მაისს, ჟურნალისტი ზაზა სვანაძე იმყოფებოდა აქციაზე და საინფორმაციო სააგენტო euronews.ge -სთვის, პირდაპირ ეთერში, მიჰყავდა რეპორტაჟი. იმ დროს, როცა იგი ესაუბრებოდა გია კორკოტაშვილს, პირდაპირ ეთერშიც ჩანს, როგორ მივიდნენ  ჯერ მის რესპოდენტთან უცნობი პირები და გაიყვანეს კადრიდან, შემდეგ კი ჟურნალისტს ობიექტივზე ხელის დაფერებით შეაწყვეტინეს პირდაპირ ეთერი. euronews.ge-ს რედაქცია რამდენიმე საათის განმავლობაში ამაოდ ეძებდა ჟურნალისტს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა. მხოლოდ ეჭვის დონეზე  ვიცოდით, რომ ის დააკავეს. მაშინვე დავუკავშირდით ადვოკატებს, შს სამინისტროს პრესსამსახურს, თუმცა პირდაპირი ეთერიდან გადაცებული ჟურნალისტს მაინც ვერ მივაგენით.

საღამოს, ზაზა სვანაძე თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ის პოლიციელებმა წაიყვანეს ინტერვიუს ჩაწერის დროს, ჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში და აწარმოებდნენ მის დაკითხვას. შეგახსენებთ, რომ კანონით არის დაცული ჟურნალისტური საქმიანობა და მასში ჩარევა, ხელშეშლა გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული. ამჯერად კი რა ხდება? შს სამინისტროს სურს, აქეთ შემოგვედავოს, რომ იქით შერჩეს? ასე არ გამოვა შს სამინისტროვ! რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ეს არის მძიმე დანაშაულია და ჩვენ, ჟურნალისტები ამას ვერ გაპატიებთ. თქვენ არ იცავთ მედიათავისუფლებას და ხელს გვიშლით მუშაობაში, გვაპატიმრებთ და მერე, ისევ აქეთ გვედავებით? ჩვენ მოვალთ სასამართლოში და დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, მერე კი მოგთხოვთ პასუხს იმ უსამართლობაზე, რომელიც 17 მაისს ჩაიდინეთ. რადგან ბრძოლაა, ბრძოლა იყოს!!!

euronews.ge -ს მთავარი რედაქტორი, ნელი ვარდიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close