საზოგადოება

შსს-ს მაშველებმა ადიდებული მტკვრიდან მამაკაცი გამოიყვანეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 30 წლამდე მამაკაცი მდინარეში აღმოჩნდა. შსს-ს მეხანძრე მაშველებმა მისი უვნებლად გამოყვანა მოახერხეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი – 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ადგილზე სამშენებლო დანიშნულების ტრაქტორს დარაჯობდა, მდინარეში აღმოჩნდა. მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გორის სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდა.

შსს-ს მაშველები ადიდებულ მდინარეში, სწრაფი დინების მიუხედავად, ნავით შევიდნენ და განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ შსს-ში

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close