პოლიტიკა

“შოკირებული დავრჩი იმით, რა ახლოს არის ეს ადგილი ავტომაგისტრალთან”

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ე.წ. ბორდერიზაციით შემაძრწუნებელია. მისი თქმით,  ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. იან კელის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაწერა მოეთხოვება.

”მოგეხსენებათ, მე ზუსტად ვესტუმრე იმ ადგილს, მქონდა შესაძლებლობა, მენახა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ნამდვილად, შოკირებული დავრჩი იმით, რა ახლოს არის ეს ადგილი ავტომაგისტრალთან. შემაძრწუნებელია, რომ ასეთი რამ ხდება და ის ნეგატიური გავლენა ადამიანურ დონეზე არის ძალიან მაღალი, თუნდაც ის, რომ ფერმერები ვეღარ შედიან თავის მიწის ნაკვეთებში, ხალხს არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილდნენ და ნახონ… რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებისაგან მოითხოვება მხარდაჭერა. მხარდაჭერა გულისხმობს იმას, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს სრულად მტკიცე და დემოკრატიული ქვეყანა, მოხდეს ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევის ხელის შეწყობა და “ბორდერიზაცია” არანაირად არ უწყობს ხელს პროგრესს ამ ფორმატის. მხარდაჭერა გულისხმობს ასევე იმას, რომ მივეხმაროთ საქართველოს, რომ შეაკავოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენენიტეტის დარღვევა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საქართველოს დახმარებით, რომ განვითარდეს, გახდეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოს ვეხმარებით, რომ მოხდეს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება”,-  განაცხადა იან კელიმ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close