საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება პირბადეეების აქციასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ქალაქ თბილისში
განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ
დაუწყია. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა სამი მოქალაქის წერილი,
რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს
დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს. აღნიშნული წერილების საფუძველზე,
ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. დადგინდა, რომ
განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც
ეცნობა განცხადების ავტორებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close