პოლიტიკა

შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგეს

ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა აღუდგეს. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, იურისტმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

კახიძის თქმით, არსებობს თეორიული შანსი, რომ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნოს, თუმცა ამას რთული იურიდიული პროცედურები სჭირდება.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა, მოქალაქეობის საკითხების შესახებ კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ჩამოართვა.

„სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წარდგენით, რომელმაც უტყუარი ფაქტები წარადგინა მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას არასწორი ინფორმაციის მოწოდების შესახებ, მოქალაქეობის საკითხის შესახებ კომისიამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართა შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

primetime.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close