საზოგადოება

,,შენ გმირობა გინდოდა და მამათმავალთა გმირად იქეცი”_ ნინული ქავთარაძე გურამ კაშიას

აქტივისტი და ვიდეობლოგერი ნინული ქავთარაძე თავის პირად ფეისბუქგვერდზე გურამ კაშიას მიამართით კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს. ამონარიდი სტატუსიდან:

,,გურამ კაშია, შენ ვერავინ იმაზე მეტს ვერ დაგიშავებს, რამდენსაც შენ უშავებ შენს თავს – მეცოდები გულწრფელად. დღეს დაკითხვაზე დამიბარეს ქალაქის მთავარ პოლიციაში და რის გამო იცით? შენი ლგბტ პროპაგანდის პასუხად რომ დავსვი კითხვა – როდისაა თამაში და დავხვდეთ როგორც მას ეკადრება-თქო. ამის შეგეშინდათ მავანნო? არც ვბრაზდები და იქაც დავაფიქსირე ჩემი აზრი – რომ ჩემთვის მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ბიჭის დედისთვის, მიუღებელია სოდომ-გომორის პროპაგანდა, რომ ჩვენ, მშობლებმა, სხვა ღირებულებებზე გაგვზარდეს და მე ამ ღირებულებებით მიცხოვრია და ასეც ვაპირებ წარდგომას ღვთის წინაშე. ქვეყანაში, რომლის 20 % ოკუპირებულია, სადაც ირანელები ქართველ გოგონებს აუპატიურებენ, სადაც წამლით ყოველ დღე გენოფონდი გვეღუპება, მავანნი ზიან და სოციალურ ქსელში პოსტებს ათვალიერებენ და პოლიციაში გვიბარებენ. სირცხვილია. სტრუქტურა, რომელიც ხალხზე, ქვეყანაზე, და ქვეყნის ინეტესებზე უნდა იყოს ორიენტრიებული, ეროვნულად და ქრისტიანულად მოაზროვნე ადამიანებს პილიციაში იბარებს. სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს. შენ მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყო და რა მაგალითს აძლევ მოზარდებს? სოდომ-გომორის ცოდვის პროპაგანდისტად იქეცი. მეცოდები – რა დღეში ჩაიგდე თავი. ქრისტიანი ვარო რომ წერ, რა ქრისტიანობაა ცოდვის მედროშეობა. ბნელი გგონივარ ალბათ, მაგრამ შენ წარმოიდგინე, მეც მყავს ლგბტ მეგობრები და ჩვენ ერთმანეთის წითელ ხაზებს არ ვკვეთავთ ! ისინი არასოდეს არ ეწევიან თავისი ცხოვრების აგიტაციას, მოწოდებებს. შენ გმირობა გინდოდა და მამათმავალთა გმირად იქეცი. ” წერს ქავთარაძე.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close