პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა _ ,,საქართველო გახდა აგრესია-ოკუპაციის მსხვერპლი აზერბაიჯანიდან”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, მის ყველა წევრს (რუსეთის ფედერაციის გარდა)!

ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას გაეროს უშიშროების საბჭოსადმი. საქართველო, სადაც 2008 წელს რუსეთმა განახორციელა ფართო მასშტაბური ომი და მოახდინა ტერიტორიათა 20% ის ოკუპაცია, დღეს კვლავ გახდა აგრესია-ოკუპაციის მსხვერპლი, ამჯერად მეზობელი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. ამ ქვეყნის დიქტატორმა, ირან- რუსეთის მოკავშირე პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია, წაართვა ღირსეულ აზერბაიჯანელ ხალხს არჩევანის უფლება იმ დონეზეც კი, რომ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა საკუთარი მეუღლე, შეიარაღებულ ძალებზე გასცა განკარგულება დაიკავონ გაეროს მიერ საქართველოს ტერიტორიად აღიარებული,ქრისტიანული ცივილიზაციის უძველესი მეექვსე საუკუნის ძეგლი—-დავით გარეჯი. ამჯამად უკვე დაკავებული, ბლოკირებული ან უკანონო კონტროლზეა აყვანილი ამ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ საგანძურთან მისასვლელი გზები, ისტორიული არტეფაქტები, ტაძრები.

რეალური საფრთხე ექმნება არა მარტო ჩვენს მოქალაქეებს, არამედ მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ მრავალრიცხოვან ტურისტებს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს დე-ფაქტო მმართველი ,რუსი ოლიგარქი ბ.ივანიშვილი,რომელიც ასევე ერთპიროვნულად აკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს ბლოკავს ამ აგრესიის სამხილებელ ყველა სახელმწიფო ბერკეტს,რადგან თვითონვე იმყოფება პრეზიდენტ ალიევთან კრიმინალურ სანავთობო-ენერგეტიკულ კავშირში. გაჩუმების პოლიტიკა კიდევ უფრო აქეზებს აგრესორს დანაშაულებრივ ქმედებებში და კატასტროფულად ძაბავს ვითარებას მთლიანად ჩვენს რეგიონში სადაც ისედაც ომის არაერთი კერაა.

უმოჩილესად გთხოვთ, სასწრაფოდ მოიწვიოთ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და გაეროს წესდების 24-ე,39-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად აღკვეთოთ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია, რომელიც საფრთხეს უქმნის აგრეთვე საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close