საზოგადოება

შალვა ნათელაშვილმა აშშ-ს მოუწოდა, გამოიყენოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა საგარეო პოლიტიკური საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან პირშნერთან შეხვედრითა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ მრგვალ მაგიდასთან გამოსვლით.

შალვა ნათელაშვილმა საერთო გეოპოლიტიკური ანალიზის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკულ მხარეს, გამოიყენოს სანქციები საქართველოს დე-ფაქტო კრიმინალი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანამ მისი რეჟიმის დამანგრეველ საქმიანობას არ გამოუწვევია ქართული სახელმწიფოებრიობის სრული კრახი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close