პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი ჯონ მაკკეინის სამოქალაქო პანაშვიდზე ჩავიდა

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე და საპრეზიდენტო კადიდატი შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე ჩავიდა

“წავიდა ჩვენგან მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სახელოვანი უკანასკნელი მოჰიკანი, სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც საქართველოს ფარი და ხმალი იყო აგრესორებთან და ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ დროს აქ არჩამოსვლა მე , რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია.

როგორ სძინავს ღამე საქართველოს ე.წ. მთავრობას, რომლებმაც პუტინის შიშით პატივი არ სცეს საქართველოში ყველაზე დიდ ლობისტს ამერიკიდან, არ ჩამოვიდნენ, გამოაგზავნეს მესამე-მეოთხეხარისხოვანი დელეგაცია.

როგორ სძინავთ და როგორ აპირებენ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას სამომავლოდ, მეგობრების ძიებას ახლების, ძალიან მაინტერესებს. კიდევ ერთი სირცხვილი ჭამა საქართველოს ხელისუფლებამ,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ipress.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close