საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: ,,სირცხვილი არაა, აკაკი შანიძის ქვეყანაში ენის დასაცავად კატებს აყეფებდნენ?”

,,სად ივანიშვილის მონობა და სად ქართული ენის გლობალური პრობლემატიკა. დარჩა უმუშევარი და მეტი დასასაქმებელი ადგილი ვერ მოუნახეს. კაცმა ლაპარაკი არ იცის. სირცხვილი არაა, აკაკი შანიძის ქვეყანაში ენის დასაცავად კატებს აყეფებდნენ. ნუთუ ენათმეცნიერებიც აღარა გვყავს?” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარის პოსტს თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ევალება, ჩამოაყალიბოს სტრუქტურა, მოამზადოს დეპარტამენტის დებულება, ხოლო, სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ, შეარჩიოს თანამშრომლები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

პროფესიით ფილოლოგი, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასევე თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი; წლების განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა საჯარო და საავტორო სკოლაში; კითხულობს ლექციებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 2013-დან დღემდე იკავებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close