საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: კახიანები და სხვა მლიქვნელი შემოქმედნი ივანიშვილმა ქერის ორმოში ჩაყარა

,,აბა უფასო ფულს ვინ დაპირდა? ისე კახიანები და სხვა მლიქვნელი შემოქმედნი კი ჩაყარა ქერის ორმოში”. ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის ეს კითხვა -პასკვილი მსახიობ იმედა კაციანს ეძღვნება, რომელმაც,  „იბერიას“ ეთერში განაცხადა, რომ ხალხი ზარმაცობს, არაფრის გაკეთების სურვილი არა აქვთ და უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ ივანიშვილს.

კახიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამ გააკეთა და მისი მისამართით ბევრის მხრიდან უსაფუძვლოა პრეტენზიები:

,,არაფერი არ გააკეთა რა არის? ხელოვნებაში არ გააკეთა, ჯანდაცვაში არ გააკეთა, სოფლის მეურნეობაში თუ სად არ გააკეთა?

მე ვიცი ადამიანები, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ, არც არაფერი გაუკეთებიათ ერთი შაურისაც კი და ზის და აგინებს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას. რომ შეგვპირდა ჩვენ ბევრ ფულებს და აგაშენებთ, სადააო?

როდის დაპირდა ვინმეს ივანიშვილი, რომ თქვენ წამოწექით ჩეროში და მე მოგიტანთ და ფულებს დაგაყრით, არაფერი არ გააკეთოთო.

ზარმაცობს კაცო ბევრი. მე ახლა ყველაზე ვერ ვიტყვი. შეიძლება იშრომა კიდეც და არ გაუმართლა, მაგრამ უმეტესობა საქმეს არ აკეთებს. წამოწოლილია და მხოლოდ სხვისი კრიტიკა”-აცხადებს კახიანი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close