პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე მოხსნილია

შალვა ნათელაშვილმა აშშ-ში მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელსაც euronews.ge გთავაზობთ:

“გილოცავთ მეგობრებო. რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიათა ოკუპირების გამო პირველად დაედო საერთაშორისო სანქციები. კონგრესში მიღებულ შესაბამის კანონპროექტს პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე საათის წინ მოაწერა ხელი. ეს ნიშნავს იმას რომ საქართველოს მთლიანობის აღდგენისა და ოკუპაციის დასრულების გარეშე კრემლი მუდამ იქნება უმძიმესი სანქციების ქვეშ. ეს ნიშნავს იმას რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე მოხსნილია. თუმცა მათი დროული დაბრუნებაც ჩვენს გონივრულ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამ გადაწყვეტილების მისაღებად უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჩვენ,ლეიბორისტულმა პარტიამ, გავწიეთ უდიდესი მუშაობა ამერიკის შეერთბული შტატების სენატში,კონგრესში. სტრატეგიულ ცენტრებში. კრემლიდან მართვად ქვეყნის ვაიმთავრობას სამწუხაროდ ამ უდიდეს ბრძოლაში ჩვენთვის ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია. მე ქართველი ხალხის სახელით მადლობას ვუცხადებ შეერთებული შტატების ყველა სენატორს,კონგრესმენს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ყველას ვინც მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close