პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: აფთარი ბუჩქებიდან გამოძვრა

,,საბანკო-ოლიგარქიულმა რეჟიმმა გახსნა თავისი უკანასკნელი სამაშველო რგოლი. მთავარი მტაცებელი გამოდის სააშკარაოზე” _ ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელად დაბრუნებას.

,,ვიწვევ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ტელედებატებში, რათა მან გასცეს პასუხი კითხვებზე: რატომ გადააქცია საქართველო თავის ბიზნესკორპორაციად? რატომ დაუმთავრა ხალხს ყველნაირი ოცნება? რატომ იშოვა მილიარდები ჩვენი მოსახლეობის უბედურების ხარჯზე და რა ვერაგული გეგმები აქვს, კიდევ?

ძალიან კარგია, რომ აფთარი ბუჩქებიდან გამოძვრა. ახლა უკვე ჩვენი ხალხის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული, რამდენად დროულად იქნება ის გადაცემული ეროვნულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მართლმსაჯულებას. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ნიშნავს, რომ რეჟიმს გადარჩენის შანსი აღარ დარჩა. ჩვენ ის ბუნაგიდან გამოვაგდეთ. ახლა წინ გვაქვს ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც გამარჯვებით უნდა დავამთავროთ!”- აცხადებს ნათელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close