სამართალი და კრიმინალი

,,შავი მერსედესით იყვნენ, დამემუქრნენ…” _ რას ჰყვება გარდაცვლილი მსაჯის მეუღლე?

ეროვნული ჩემპიონატების მსაჯის, ილია ტუღუშის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. ტუღუშის ახლობლები აცხადებენ, რომ ტუღუშს სიკვდილამდე ერთ დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. ოჯახის წევრები კონკრეტულ პიროვნებებსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო.
„ჩემი ქმარი ჩამომხრჩვალი იყო, თავს არ მოიკლავდა ჩემი ქმარი. დამემუქრნენ, მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი უბრალოდ ახლდა ბახტაძე ირაკლი, ბათუმლები იყვნენ შავი “მერსედესით”. მეორე ჩხაიძე არის ლანჩხუთელი,“ – განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ ეკა ტუღუშმა. მისივე თქმით საუბარი 5000 ლარზე იყო, რომელიც სავარაუდოდ, მის ქმარს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა ვერ შეძლო.ეკა ტუღუში ასევე ამბობს, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილია.
ბოლო მატჩი ტუღუშმა ლანჩხუთის “გურიისა“ და თელავის კლუბის შეხვედრისას იმსაჯა. გურიამ ბოლო წუთზე მის სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და პირველი ლიგიდან გავარდა. ოჯახის ინფორმაციით, სწორედ ეს შეხვედრა გახდა დაძაბული გარჩევების მიზეზი.
ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გუშინ, მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში გარდაცვლილი იპოვეს. ის ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close