კატეგორიის გარეშე

“ყოფილიყოს ეს წელი ბედნიერების, მშვიდობის და უფალთან დაახლოების წელი”

„ყოფილიყოს ეს წელი ბედნიერების, მშვიდობის და უფალთან დაახლოების წელი,“ – ასე მიმართა პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას მრევლს.

მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შეხვდეს ქრისტიანი ახალ წელს და რა მიზანი უნდა ამოძრავებდეს მას. მეუფე შიომ თქვა, რომ ადამიანი უნდა ზრუნავდეს არა ამქვეყნიური ცხოვრებისთვის, არამედ მარადიული ცხონებისთვის.

მან მრევლს შეახსენა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დღეს საღამოდან, ასევე 1-2 იანვარს შობის მარხვა თევზით ხსნილია.

„როგორ ვეგებებით ჩვენ ახალ წელიწადს და უნდა მივეგებოთ აი, ამ განწყობით, რომ ყოველი სიკეთე, ყოველი მიზანდასახულობა ჩვენი ცხოვრების უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, როგორც ახლა არის ძალიან  მიღებული და გავრცელებული, არამედ მარადიული ცხონებისთვის, სიცოცხლისთვის. ამისთვის ვემზადებით, რომ უფალს ვემსახუროთ. ეს უნდა იყოს ჩვენი აზრი და მიზანი ცხოვრების და აი, შემდგომი წელიწადი აი, ამ თვალსაზრისით ჩვენი ერისთვის კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი,” – განაცხადა მეუფე შიომ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close