საზოგადოება

,,ყველა გვეუბნებოდა, რომ გააკეთებდნენ უმუშევართა კანონის ინიცირებას, თუ ახალ პარლამენტში მოხვდებოდნენ”

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებული უსახლკაროთა კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება ვერ მოხერხდა. ისინი ამაში ,,პატრიოტთა ალიანსი”-ს ლიდერს, ირმა ინაშვილს ადანაშაულებენ. კითხვას: რატომ არ მიმართეს კანონპროექტის ინიცირებისთვის პარლამენტის სხვა წევრებს,  თამარ იოვაშვილმა უპასუხა:

,,2015 წელს რომ დავიწყეთ ამ კანონპროექტზე მუშაობა და 2016 წლის არჩევნებამდე რომ ჩავატარეთ აქციები, მივმართეთ ყველა საპარლამენტო ფრაქციას. მაშინ, მოგეხსენებათ, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება იყო და 13 ფრაქცია. ჩვენ ყველას მივმართეთ. ასევე, შეხვედრები გვქონდა თამაზ მეჭიაურთან, დიმიტრი ხუნდაძესთან, ფორუმის ფრაქციას შევხვდით. ყველა გვეუბნებოდა, რომ გაააკეთებდნენ ინიცირებას, თუ ახალ პარლამენტში მოხვდებოდნენ.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას, მათ რეაგირებაც არ გაუკეთებიათ. როცა  მივხვდით, აზრი არ ჰქონდა მათთან ლაპარაკს, ზუსტად ამიტომ გავაკეთეთ აქცენტი ,,პატრიოტთა ალიანსზე”. გვეგონა, პატრიოტთა ალიანსი იყო ცოცხალი, მართლაც სახალხო ძალა. როგორც ისინი ამბობდნენ, წინასაარჩევნო რგოლებიც სწორედ სოციალური თემატიკის ჰქონდათ და დიდი დრო ეთმობოდა სწორედ უსახლკაროების საკითხს, მაგრამ მწარედ მოვტყუვდით”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close