საზოგადოება

,,ყველაფერი უცნაური და მოსახლეობის ინტერესების შეუსაბამო საქართველოში როგორ უნდა ხდებოდეს?”

ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ უფლებადამცველს – გიორგი თევზაძეს.

მან აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა გაუგებარი რეგულაცია შემოიღო, რომელიც, ფაქტიურად, მოსახლეობის მდგომარეობას კი არ ამსუბუქებს, პირიქით, უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეებს. კერძოდ, მოქალაქე ტექნიკის საყიდლად თუ მივა და სამომხმარებლო სესხით სარგებლობას მოინდომებს, ის ვალდებული ხდება, წარადგინოს სამსახურიდან ცნობა, შემოსავლების სამსახურიდან ამონაწერი, და ა. შ. გარდა ამისა, თუ აქამდე სესხი გაიცემოდა 80%-ში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს მისწერა და გააფრთხილა, 25% – ზე მეტი არ გასცეთ და მომხმარებლებს შეუზღუდე უფლებაო !! ანუ ხალხს სესხის აღების უფლება შეეზღუდებათ!! საზოგადოებასთან კი ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს, ბანკების მიმართ ახალი რეგულაციის დაწესება ხდება მომხმარებლებისათვის საკრედიტო პროცენტის დასაწევად…

ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო მუშაობს სამომხმარებლო სესხით და საქართველოში კი ვისი ინტერესებია ასეთი გაუგებარი რეგულაციები? როგორც იტყვიან, ყველაფერი უცნაური და მოსახლეობის ინტერესების შეუსაბამო საქართველოში როგორ უნდა ხდებოდეს? განსჯა საზოგადოებისთვის მომინდვია, _აღნიშნა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close