ეკონომიკა

ყვარელსა და სურამში ტურისტებს ახალი სასტუმროები მოემსახურება

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, უახლოეს მომავალში ყვარელსა და სურამში ტურისტებს ახალი სასტუმროები უმასპინძლებს.

“ბოლო დროს საქართველოში დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების საგრძნობმა მატებამ  კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ინვესტორებს სურამსა და ყვარელში არსებული სახელმწიფო ქონება შესთავაზა”,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, ელექტრონული აუქციონების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა   და ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულებმა სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აიღეს.

“პროექტის ფარგლებში მიღებული შემოსავალი სულ უფრო იზრდება. დღეის მდგომარეობით, გაყიდულია 26 927 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 58 200 000 ლარს შეადგენს”,-ახცადებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close