სამართალი და კრიმინალი

ყაჩაღობების სერია თბილისში _ გუშინ ღამის განმავლობაში სამი ყაჩაღობა მოხდა

ყაჩაღობების სერია თბილისში – გუშინ ღამის განმავლობაში სამი ყაჩაღობა მოხდა. დიდუბის რაიონში აფთიაქი, ბენზინგასამართი სადგური და ღვინის მაღაზია დააყაჩაღეს.

ჩუღურეთის რაიონში მომხდარი ქურდობის აღმნიშვნელ ვიდეოში ასახულია, როგორ გატეხეს მაღაზიის კარის მინა. ვიდეოში ჩანს, რომ არასრულწლოვნები შევიდნენ მაღაზიაში. მაღაზიის მენეჯერის ინფორმაციით, ქურდობის შედეგად 300 ლარი არის წაღებული.

ამ საქმეზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, საქმე არასრულწლოვნებს ეხება, რის გამოც, გამოძიებას გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში კიდევ ორი ყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით. აღმაშენებლის ხეივანზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა. სათვალთვალო კამერებმა თავდამსხმელი ვერ დააფიქსირა. ბენზინგასამართი სადგურიდან შეიარაღებულმა პირმა 2 ათას ლარამდე თანხის წაღება მოახერხა.

დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი GPC-ის აფთიაქში შევიდა. აფთიაქის ხელმძღვანელობას აღნიშნულ ფაქტზე საუბარი არ სურს. თუმცა, „კურიერის“ ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა თანხის წაღება შეძლო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. თუმცა, „კურიერის“ ინფორმაციით, ორი ყაჩაღური თავდასხმის და ერთი ქურდობის ფაქტზე ამ დრომდე დაკავებული არავინ არ არის.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close