საზოგადოება

სასწრაფოდ აიღეთ სისხლის ანალიზი! _ ყოველი დღე დიდი რისკის მატარებელია

,,ენ-დი-აის” საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად ანალიზი გაიკეთონ.

როგორც ტორნტონი facebook-ზე წერს, მან და მისმა მეგობრებმა გაიკეთეს ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა გაცილებით მეტია ამერიკის და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, ხოლო სხვების ანალიზებმა აჩვენეს, რომ ტყვიის შემცველობა მათ ორგანიზმში საშიშ დონეზეა.

მისი ვარაუდით, მათი ტყვიით მოწამვლის პრობლემა უხარისხო ბენზინის ბრალია, რომლის მსგავსსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იყენებს.

“მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და სხვები პირობას იძლევიან, რომ ამ პრობლემას მიხედავენ და ნორმალური ხარისხის საწვავზე გადასვლას აპირებენ. იმედი მაქვს, ეს სასწრაფოდ მოხდება, რადგან ეს ისეთი კრიზისია, რომელზე რეაგირებაც აქამდე იყო საჭირო და ყოველი დღე უფრო დიდი რისკის მატარებელია” – წერს ლორა თორნტონი.

წყარო: metronome.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close