საზოგადოება

,,ლეო გრანდში” გარდაცვლილ სტიქაროსანს მარტოხელა დედა ზრდიდა

ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” მომხდარი ხანძრის დროს დაღუპული ექვსი ახალგაზრდა მამაკაცი ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. ისინი ფიტნეს დარბაზში რეგულარულად დადიოდნენ. არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი ლიფტში იპოვეს. ერთერთი მათგანი მეზღვაური იყო, ხოლო ერთი სტიქაროსანი. გარდაცვლილები 23, 26, 27 და 33 წლისები არიან.

გარდაცვლილი 6 მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი – გორიდან. დაღუპულები არიან: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, ბექა შატაკიშვილი.

ერთერთი გარდაცვლილის, სტიქაროსანის ბექა შატაკიშვილის ახლობელი ჰყვება, რომ მან ლიფტიდან დედას დაურეკა და შველა სთხოვა – ,,ლიფტიდან დედას დაურეკა – მიშველე, ვიხრჩობიო“. გიორგის მარტოხელა დედა ზრდიდა, ის ქალბატონისთვის ერთადერთი შვილი იყო.

გუშინვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ახალგაზრდას დედა ეძებდა. ქალბატონის თქმით, მის შვილს და თანმხლებ პირს ტელეფონი გამორთული ჰქონდათ და კონტაქტზე არ გამოდიოდნენ.

გარაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, სავინტილაციო სისტემა გამართული არ იყო.

24 ნოემბერს, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ გაჩნილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

წყარო: www.newposts.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close