ჯანდაცვა

ინფარქტის პრევენციისთვის განკუთვნილი პრეპარატები, რომლებიც იწვევს სიკვდილს

მედიცინაში არსებობს ე.წ. უსარგებლო პრეპარატები, რომელთაც ფარმაცევტები რეკომენდაციას უწევენ, ექიმები კი უნიშნავენ პაციენტებს. ამ პრეპარატებით დიდი ფული კეთდება, სარგებელი კი, არ აქვს. უსარგებლოს კიდევ რა უჭირს, მთავარია, არ გვავნოს. უსარგებლო პრეპარატები კი, თურმე ადამიანებს კიდევაც ვნებს.

 როგორც აგვიხსნეს, ზოგ წამალს ინფარქტის პრევენციის შემთხვევაში ძალიან ცუდი შედეგის, სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლია. წარმოიდგინეთ, რომ ღამით ადამიანს აღვიძებს  მკერდის არეში ტკივილი. ის სვამს ვოლოკარდინს, კორვალოლს ან ვალიდოლს, ცოტა მშვიდდება და აგრძელებს ძილს. დილით კი აუტანელ ტკივილს გრძნობს, რადგან ინფარქტი უკვე ჩამოყალიბდა და გულიც დაზიანდა. მეტიც, ასეთ დროს, შეიძლება მან ვეღარც გაიღვიძოს, რადგან ძილის დროს მდგომარეობა გაურთულდა. განვითარებულ ქვეყნებში უამრავ ე.წ. უსარგებლო პრეპარატებს აღარ იყენებენ, ჩენთან კი კვლავ გაყიდვაშია. 

ექიმ-კარდიოლოგი:ალექსანდრე ერმაკოვი:

_ მედიკამენტი ,,პანანგინი”. რომელსაც ექიმები, როგორც წესი, დღეში სამჯერ თითო აბს გვინიშნავენ. თუმცა ამ პრეპარატის ეფექტური დოზა დღე-ღამეში 20 აბია. ასევე არსებობს ,,პრედუქტალი”, რომელსაც არანარი ეფექტი არ გააჩნია, მაგრამ მას დღემდე საკმაოდ აქტიურად ნიშავენ. არის მოსაზრება, რომ ზოგი პრეპარატი კვებავს გულის კუნთს. სინამდვილეში, ასეთი პრეპარატები ჯერ არ გამოუგონიათ. ,,რიბოქსინი”, ,,პანანგინი”, ,,ატფ”, ,,კოკარბოქსილაზა”, ,,პრესტარიუმი”, ,,პრედუქტალი” – უსარგებლო პრეპარატების ეს ჩამონათვალი საკმარისზე მეტია. ასე, რომ დაიმახსოვრეთ, თანამედროვე მედიცინას შეუძლია შეამციროს ინფარქტის რისკი და მინიმუმამდე დაიყვანოს მისი ჩამოყალიბება, თუმცა ეს უნდა გააკეთოს კარგმა ექიმმა ეფექტური პრეპარატებით და თანამედროვე მედიცინით. ვერც უცხიმო პროდუქტი, ვერც კარდიოპროტექტორები და არაკომპეტენტური ექიმები, რომლებიც ასეთ პრეპარატებს ნიშნავენ, თქვენ ვერ დაგეხმარებათ. პირიქით, მათ გაცილებით მეტი ცუდის მოტანა შეუძლიათ თქვენთვის.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close