საზოგადოება

ქუჩაში ღიად დატოვებულ ჭაში ბავშვი ჩავარდა

რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე ღიად დატოვებულ ჭაში ბავშვის ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას “ქვემო ქართლი” “ფესიბუქის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

მცირეწლოვანის დედა ყვება, რომ ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ სამუშაოები მიმდინარეობდა, რის შედეგაც ჭის სახურავი დაზიანდა. გუშინ კი ეზოში თამაშის დროს ჭაში ბავშვი ჩავარდა. საბედნიეროდ პატარას ამოყვანა დროულად მოხდა.
როგორც ირკვევა ჭაში ინტერნეტკომუნიკაციის სადენებია განთავსებული. მოსახლეობის თქმით, მათ რუსთავის მერიის ცხელ ხაზზეც დარეკეს და როგორც მერიაში განუმარტეს ჭა კერძო კომპანიის საკუთრებაშია და დაზიანებაც სწორედ კერძო კომპანიამ უნდა აღმოფხვრას

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close