საზოგადოება

ქუთაისთან ჰიდროელექტროსადგური იწვის

ქუთაისის მახლობლად მდებარე გუმათჰესს ხანძარი გაუჩნდა. იწვის ტრანსფორმატორი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close