პოლიტიკა

“ქართული ოცნება” ოპოზიციას უახლოეს დღეებში შეხვდება

“ქართული ოცნება”, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებს უახლოეს დღეებში შეხვდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრამდე, კობახიძის თქმით, ის პრემიერმინისტრთან გეგმავს შეხვედრას.

“მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში იქნება შეხვედრა ამასთან დაკავშირებით მექნება შეხვედრა პრემიერმინისტრთან და მივიღებთ ამის თაობაზე გადაწყვეტილებას. ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვისმინოთ მოთხოვნები, რომელსაც დააყენებს ოპოზიცია და ამის შემდეგ ვისაუბრებთ ჩვენს პოზიციაზე. ამის შემდეგ გადაწყვეტთ თუ რა შესწორებები შევიდეს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close