პოლიტიკა

,,ქართველოს აღიარება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანად მსოფლიოში, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა”

„ის რომ საქართველო აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც თავის მხრივგანაპირობებს საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდას. თავისთავად ცხადია ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავიიგრძნონ დაცულად და  მშვიდ და უსაფრთხო გარემოში უზრუნველყონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება.

ამასთანავე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს არის საფუძველი უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისა და მეტი ტურისტის ჩამოსვლის, რაც ჩვენიეკონომიკის მდგრადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მინდა ასევე შევეხო იმ ნოვაციურ პროექტს,  რომლის ფარგლებშიც შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით  ჭკვიანი კამერების სისტემას ნერგავს,  რაც ექსპერტების გათვლით მინიმუმ 25% -ით შეამცირებს კრიმინალს ჩვენს ქვეყანაში. ეს მართლაც უნიკალური სისტემაა, რომლის დანერგვაზე მხოლოდ ეხლა დგამენ ნაბიჯებს ევროპის წამყვანი ქვეყნები. ჩვენ გვეამაყებაჩვენი პოლიციელების ღირსეული სამსახური ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის დაცულობისთვის, თუმცა ამასთანავე მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ და განვამტკიცოთპოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები. ყველას გვესმის რომ ეს მარტივი საქმე არ არის, თუმცა ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისპარალელურად ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ამ  მხრივ ასევე მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას შევძლებთ. მე ვთხოვ საზოგადოებას რომ როგორი მკაცრებიც ვართ პოლიციისმხრიდან შესაძლო გადაცდომების მიმართ, ისეთივე შემართებით გვქონდეს გააზრებული , რომ თითოეული პოლიციელი ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკისფასად გვიცავს ჩვენ და რომ პოლიციის ავტორიტეტი და იმიჯი ჩვენი დაცულობის და ურთიერთნდობის საწინადარია”-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close