საზოგადოება

ქართველი ექიმი რომლის გამოც ანჯელინა ჯოლი, შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს

ამერიკელი კინომსახიობი, ანჯელინა ჯოლი. შეასაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ექიმი, ლელა გეჯაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მსახიობის ვიზიტი, ექიმის მიერ დამზადებულ წამალს „ქავთასს“ ეხება. რომელსაც მეტეხის ტაძრის წინამძღვრის, მამა აკაკის კურთხევა აქვს და ბევრ სხვადასხვა დაავადებას კურნავს.

“სიტეყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი გახარებულივარ, დღეს მომწერეს ოფიციალურ მეილზე და მითხრეს, რომ “ქავთასი”-ით მკურნალობა სურს ჰოლივუდის ვარსკვლავს, ანჯელინა ჯოლის. როგორღაც, არ ვიცი როგორ გაუგია ქავთასის შესახებ და ამ კონკრეტულმა ადაიანმა მითხრა, რომ მალე დაიწყება კონსულტაციები ამის თაობაზე! ეს ძალიან კარგი სიახლეა, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის”. – წერს სოციალურ ქსელში ლელა გეჯაძე.

“პრაიმ ტაიმი” პრადად დაუკავშირდა ქ- ნ ლელა გეჯაძეს. გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს:

“ამერიკულ ჟურნალში, რომლის რომლის წარმომადგენლობა საქართველოშიც არის, დაიბეჭდა ჩემი ვრცელი სტატია, ეს ჟურნალია, რომელსაც წარმომადგენლობა საქართველოშიც ჰყავს, ანუ იგივე სახელწოდებით გამოდის. დამიკავშირდნენ და მთხოვეს გაგვეკეთებინა ინტერვიუ, რომელიც გადაიგზავნა ამერიკაში.

როგორც ავღნიშნე, ეს ჟურნალი სანამ გამოვა, იგზავნება ინგლისურად ნათარგმნი და რედაქტირდება ამერიკის მთავარ ოფისში. ეს ჩემი სტატია წაუკითხავთ და სწორედ, აქედან დაიწყო ყველაფერი.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ანჯელინა ჯოლის პროდიუსერია, რომელიც დაინტერესდა ჩემი სტატიით, სოციალური ქსელის მეშვეობით, მოძებნა ჩემს შესახებ ინფორმაცია და დამიკავშირდა.

ჩამოსვლას, ჯერჯერობით არ არის გეგმაში, მხოლოდ  მოლაპარაკების პროცესშია და სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე, შესაძლებელია, მე მომიხდეს ამერიკაში  ჩასვლა.

მოლაპარაკებები, აგვისტოს ბოლოს იგეგმება. სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ ჟურნალს, რადგან ჟურნალის წარმომადგენლებმა მთხოვეს, რომ მათი სახელწოდება არ გამეჟღერებინა, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება”. – ამბობს ლელა გეჯაძე..

პრაიმტაიმი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close