საზოგადოება

ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი გათანაბრდება?

 პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრები ინიციატივით გამოდიან, რომ ქალისა დამამაკაცის საპენსიო ასაკი გათანაბრდეს და საპენსიო ასაკად ორივე სქესისთვის 60 წელი განისაზღვროს.

პარტიის წევრების განცხადებით, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ნორმა წინააღმდეგობაში მოდისსაქართველოს კონსტიტუციასთან და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი.

„ჩვენ გვაქვს ნორმები, რომლებიც აბსოლუტურად დისკრიმინაციულად, ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკიგანსხვავდება ერთმანეთისგან. მივყვებით სამართლებრივ პროცედურას და საქართველოში გავათანაბრებთსაპენსიო ასაკს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაცია 30 000 ხელმოწერის შეგროვებას და საკონსტიტუციოსასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშიც დარეგისტრირდება.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close