ჯანდაცვა

ფასდაკლებები აფთიაქებში მომხმარებლების სატყუარაა! _ ,,ეს არის ჩვეულებრივი, მარკეტინგული სვლა…”

როცა ჯანმრთელობასთან მწყრალად ვართ, ძალაუნებურად, „დამეგობრება“ მედიკამენტებთან, ექიმებთან და სააფთიაქო ქსელებთან გვიწევს.

ავერსი, PSP, ფარმადეპო, ჯიპისი – ეს იმ წამყვანი სააფთიაქო ქსელების მცირე ჩამონათვალია, რომელთანაც ბევრ ჩვენგანს ყოველდღიურად უწევს ურთიერთობა.

– დილა მშვიდობის… – ასე იწყება აფთიაქში ჩემი და ფარმაცევტის ურთიერთობა, როცა მედიკამენტების ფასების გარკვევას სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში ვცდილობ.

მომხმარებლისთვის ე.წ. შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება ქართულ სააფთიაქო სივრცეში, დიდი ალბათობით, მომხმარებლის კონკრეტულ სასურველ მედიკამენტზე გადამისამართების ერთგვარი აპრობირებული მეთოდია, სხვადასხვა დღეებში მედიკამენტებზე ფასდაკლება, დაგროვილი ქულების გამოყენება, შეიძლება ითქვას, მომხმარებლისთვის ერთგვარი „სატყუარაც“ შესაძლოა იყოს.

მომხმარებლებს შორის ალბათ არც თქვენ იქნებით პირველი და უკანასკნელი და არც მე, ვისთვისაც ფარმაცევტს ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტის ნაცვლად ე.წ. შემცვლელი წამალი შეუთავაზებია.

რატომ გვთავაზობენ ე.წ. შემცვლელ მედიკამენტს ფარმაცევტები? რამდენად არის ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტი ფარმაცევტის მიერ შეთავაზებული პრეპარატის იდენტური? ფარმაცევტები და მათი მესვეურები რამდენად ცდილობენ იზრუნონ ჩვენს ჯიბესა და ჯანმრთელობაზე?

პრიორიტეტი – მედიკამენტის გასაღება

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიცინის დოქტორს, ჯანდაცვის ექსპერტს სერგო ჩიხლაძეს ვესაუბრეთ.

კითხვაზე, რატომ ცდილობენ ფარმაცევტები ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტის სანაცვლოდ მომხმარებელს სხვა პრეპარატი შესთავაზონ, ექსპერტი ამბობს, რომ ეს არის კომერციული ინტერესი – ფარმაცევტული კომპანია ცდილობს, კონკრეტული წარმოების პროდუქციის მეტი რაოდენობა „შეასაღოს“ კლიენტს.

„ეს ხდება ჩვეულებრივი ინტერესის გამო. ამასთან, ნებისმიერი ექიმი დაგეთანხმებათ, რომ არ არის მიზანშეწონილი, სამედიცინო თვალსაზრისით გაუმართლებელია, როდესაც გამოწერილ წამალს მსგავსი ან სხვა შემადგენლობის წამლით ცვლიან“, – გვითხრა  ჩიხლაძემ.

სააფთიაქო სივრცეში ფასდაკლების სისტემას რაც შეეხება, ექსპერტის თქმით, ეს არის ბაზრის ჩვეულებრივი კარტერული გადანაწილება.

„ეს არის ჩვეულებრივი მარკეტინგული სვლა, ფასდაკლების დღეებიც და მედიკამენტებზე ფასდაკლებებიც კი ერთნაირი აქვთ. ეს არის ბაზრის ჩვეულებრივი კარტერული გადანაწილება. რაც შეეხება წამლის ხარიხს, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. იმიტომ, რომ არ არსებობს ხარისხის ლაბორატორია, რომელიც ამას შეამოწმებს. ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკითხი ბოლო ათწლეულებში იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად. ვიხდით მაღალ ფასს, რომლის ხარისხშიც არ ვართ დარწმუნებული“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ canceltimesharegeek.

ენაპჰაში – ერთი პრეპარატი ბევრი ფასით

ენაპჰაში – მაღალი წნევის დამრეგულირებელი მედიკამენტი.

აღნიშნულ პრეპარატზე სხვადასხვა ფასებია ზემოთ ჩამოთვლილ აფთიაქებში.

ფარმადეპოში 1 კოლოფი ენაპჰაში 5.26 ლარი ღირს, შეფუთვაში 20 აბია. ენაპჰაშის შემცვლელი ენალაპრილია. 20 აბი ენალაპრილი 3.41 ლარი ღირს.

ჩვენი შემდეგი გაჩერებაა აფთიაქი „ჯიპისი“ – აქ ენაპჰაში 5.60 ლარი ღირს, ფასდაკლებით 3.38 ლარი გამომდის, ასე მიხსნის ფარმაცევტი.

ბუნებრივია, ამ აფთიაქშიც შემცვლელ მედიკამენტს მთავაზობენ. როგორც აფთიაქში აცხადებენ, ენალაპრილჰაში ენაპჰაშის ზუსტი ანალოგია.

ფარმაცევტის განმარტებით, მედიკამენტები ერთი მოქმედი ნივთიერებით არის დამზადებული და მხოლოდ მწარმოებელ ქვეყნებს შორის არის სხვაობა. შემოთავაზებული მედიკამენტი კი რუმინული წარმოების არის.

რაც შეეხება ავერსს, აქ განმარტავენ, რომ 1 კოლოფი ენაპჰაში ფასდაკლების გარეშე 5.60 ლარი ღირს.

იმ შემთხვევაში, თუ ავერსის „მტრედი ბარათს“ გამოიყენებთ, მედიკამენტის შეძენას 5.25 ლარად შეძლებთ.

ენაპჰაშის შემცვლელი ენზიპინჰაში 4.45 ლარი ღირს.

ბოლო აფთიაქი, სადაც ენაპჰაშის ღირებულებით დავინტერესდი, PSP-ა.

აქაც ამბობენ, რომ მედიკამენტი ფასდაკლების გარეშე 5.60 ლარი ღირს.

რაც შეეხება მის შემცვლელს, ფარმაცევტი ამბობს, რომ ელანაპრილჰაშს იგივე ფასი აქვს – 5.60 ლარი ღირს.

კიდევ ერთი შემცვლელია ენოზიტჰაში, რომელიც 5.10 ლარი ღირს ფასდაკლების გარეშე, ფასდაკლებით კი 3.65 ლარად იყიდით.

ფარმაცევტების ინფორმაციით, ენოზიტჰაშს „ავერს“–ის ფარმაცევტულ საწარმოში ამზადებენ.

ბუნებრივია, ამ კონკრეტულ მედიკამენტს ოთხ სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვა ფასი აქვს.

ახლა არჩევანი თქვენზეა – ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენს ჩაანაცვლებთ თუ არა ფარმაცევტის (უფრო მარკეტოლოგის) მიერ შემოთავაზებული ფასდაკლებული მედიკამენტით.

ავტორი: თაკო მაქაცარია

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close