საზოგადოება

ფაროსანა ,,თავშესაფარში” უნდა შევიტყუოთ და გავანადგუროთ

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

,,აზიური ფაროსანა ტემპერატურის კლებისას, გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში ინაცვლებს. ამ დროს მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება – მისი მექანიკურად განადგურებაა.

ერთ-ერთი მარტივი მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება აშშ-ში, მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფრების დამზადებაა, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი ფირფიტები ან მსგავსი მასალა. თავშესაფარში გამოსაზამთრებლად შესული ფაროსანა უნდა შეგროვდეს და მექანიკურად გაანადგურდეს.

ფაროსანასთან ბრძოლის სხვა ეფექტური მეთოდების შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ ნახოთ საინფორმაციო ბროშურაში – http://bit.ly/2xPme0t

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close