საზოგადოება

ფაროსანას დეზინფექციისთვის მოსახლეობას 2 ლარს სთხოვენ

ქუთაისში ფაროსანას წინააღმდეგ დეზინფექციისთვის მოსახლეობას 2 ლარს სთხოვენ. ამის შესახებ ipn-ი წერს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათთან შპს „იმედის“ წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ დეზინფექციის ნებართვა მერიამ მისცათ.

„კორპუსში მოვიდნენ და თქვეს, რომ ქალაქის მერიის დაკვეთით ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლას ახორციელებენ. შეწამვლაში მოსახლეობისგან 2-2 ლარს ითხოვენ“, – აცხადებენ ადგილობრივები. შპს-ს წარმომადგენლებმა, ასევე აღნიშნეს, რომ ხელშეკრულება ქალაქის მუნიციპალიტეტთან ჯერ არ გაუფორმებიათ და სამომავლოდ აპირებენ.

თავის მხრივ, შპს “იმედის” მფლობელი” დავით ხარძეიშვილი განმარტავს, რომ მათ მერიასთან ხელშეკრულება არ აქვთ და მსგავსი ინფორმაცია არც მოსახლეობისთვის მიუწოდებიათ, თუმცა, ადასტურებს რომ დეზინფექცია ხდება და თანხის გადახდაც ნებაყოფლობითია.

კომპანიასთან მსგავსი სახის თანამშრომლობას მერიაში გამორიცხავენ. მათი განცხადებით, არანაირი ხელშეკრულება არ აქვთ აღნიშნულ კომპანიასთან და მსგავსი დავალება არ მიუციათ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close