საზოგადოება

უცხოური გამოცემები საქართველოში უძველესი ღვინის აღმოჩენის ფაქტზე წერენ

საქართველოში გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენის თანახმად, ევროპელებმა ყურძნის მტევნებისაგან ღვინის დაწურვა რამდენიმე ასეული წლით უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

გათხრების სერიამ, რომელიც კავკასიის მთების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, ცხადყო, რომ ღვინის ნარჩენები თიხის ჭურჭელში  ძველი წელთაღრიცხვით 5980 წლით თარიღდება – ეს ყურძნისაგან ღვინის დამზადების ყველაზე ძველი მტკიცებულებაა“- წერს „თაიმი“ BBC-ს ინფორმაციაზე დაყდნობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ  ჭურჭლის ნარჩენები, არქეოლოგებმა, თბილისთან ახლოს მდებარე ორ დასახლებაში აღმოაჩინეს. მკვლევართა თანახმად, მათ ნაწილზე გამოხატული იყო ღვინის დაყენებასთან დაკავშირებული დღესასწაულების ამსახველი სცენები, რომლებშიც მამაკაცები ღვინის მტევნებს შორის ცეკვავენ.

ამ აღმოჩენამდე, ყურძნისაგან ღვინის დამზადების ყველაზე ძველ მტკიცებულებად მიიჩნეოდა  ირანში, ზაგროს მთებში ნაპოვნო ნარჩენები, რომლებიც 5400 -5000 წლით არის დათარიღებული.

ტორონტოს უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დასკვნის თანაავტორი სტივენ ბატიუკი BBC-ისთან საუბარში აცხადებს, – “ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის უძველესი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოხდა ევრაზიული, ველურად მზარდი ყურძნის კულტივირება მხოლოდ ღვინის წარმოების მიზნისათვის”.

საქართველოს მეღვინეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და ქართველები ღვინის დაყენებას ტრადიციულის მსგავს ჭურჭელში განაგრძობენ. არქეოლოგებს ჰქონდათ ეჭვი, რომ საქართველო ევროპული მეღვინეობის აკვანი შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ამ ვარაუდს დადასტურება ესაჭიროებოდა, ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე The New York Times-სთან საუბარში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყურძნისგან დაყენებული ღვინის აკვანია, უძველესი ფერმენტირების გზით მიღებული სასმელის ნარჩენები ჩინეთშია აღმოჩენილი.

სასმელი, რომელიც ყურძნის ნაცვლად ბრინჯის, თაფლისა და ხილისგან მზადდებოდა, ჩინეთშია აღმოჩენილი. სასმელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7 ათასი წლით თარიღდება, აცხადებს BBC.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close