საზოგადოება

სიმპატიური ქართველი ადვოკატები

ირაკლი ჩომახაშვილი ბუდაში დამალული 9 კილო ჰაშიშის შემოტანის ბრალდებით დაკავებული პირის ადვოატია. იგი ასევე არის თბილისი-სტამბოლის რეისზე გარდაცვლილი მგზავრის ოჯახის ადვოკატი. ლევან აფრასიძესთან ერთად ალან ბეჟანიძეს ადვოკატი იყო ოთხმეზურის მკვლელობის სკანდალურ საქმეში.

ლევან აფრასიძე ხატია დეკანოიძის შვილის, თორნიკე კოპალეიშვილის ადვოკატია. აგრეთვე არის  შატბერაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის მცდელობის საქმეში ზვიად საღინაძის ადვოკატი. ერთ-ერთი ადვოკატი ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში.

ტარიელ კაკაბაძეს უკვე მეორე წელია, წლის საუკეთესო ადვოკატად ასახელებენ. ტარიელ კაკაბაძე არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატია. ეს საქმეები არის: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და დავით ოთხმეზურის საქმე. ტარიელ კაკაბაძე წარსულში სპორტით იყო გატაცებული, ის საბრძოლო ხელოვნების ოსტატია.

დავით ასათიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეა.

ადვოკატი ირაკლი წივწივაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელია.

ადვოკატი ლადო მაჭარაშვილი  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანია.

მიხეილ რამიშვილი არაერთი გახმაურებული საქმის, მათ შორის ციანიდის საქმის ადვოკატია.

 

 კონსტანტინე გელაშვილი მედიატორი ადვოკატია. 
ირაკლი ყანდაშვილი რეზონანსული საქმეების ადვოკატი  და მედიატორია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close