საზოგადოება

უკრაინის შსს-მ მიხეილ სააკაშავილზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა. პერსონები, რომლებიც სამართალდამცველებს ემალებიან – სწორედ ამ კატეგორიაში განათავსა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ფოტო.
ავაკოვის უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს გაუჩინრდა, გაუჩინარების ადგილი – ქალაქი კიევი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს, სადაც უნდა დარეკონ მოქალაქეებმა, ვინც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილით ძებნილ მიხეილ სააკაშვილს ნახავს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close